მეცხრე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესოდ წარიმართა დღვანდელი შეხვედრა. გავეცანით და გავარჩიეთ ერთმანეთის პროექტები,მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები, რჩევები, დავასრულეთ ჩვენს პროექტებზე მუშაობა, შევიტანეთ შესწორებები და საბოლოო სახე მივეცით, ავტვირთეთ დრაივზე და გავაზიარეთ ბლოგზე.
გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და წარვადგინეთ ბლოგი.
ზოგაგად ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. გავიხსენე და ვისწავლე ბლოგზე მუშაობა უფრო ეფექტურად. გავეცანი ბევრ სიახლეს, რომელსაც გამოვიყენებ მუშაობის პროცესში. ტრენინგი მიმდინარეობდა მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ტრენინგზე გავიცანი ჩემი კოლეგები. მათთან ერთად მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ტრენერს საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий